logo_geo
გიორგი ვოლსკი: მინდა, წულუკიძეების ოჯახს მივუსამძიმრო - მასთან ერთად, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ტირის
- +

4 მაისი. 2022. 20:09

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში საუბარი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმრით დაიწყო.

 

„მინდა, წულუკიძეების ოჯახს მივუსამძიმრო. ამ ქვეყანაზე არ არსებობს არც სიტყვა და არც ქმედება, რომელიც ჩემს განწყობას ადეკვატურად გამოხატავს. ნიკას პირადად არ ვიცნობ. ამ უბედურების გამო, მასთან ერთად, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ტირის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

„ტელეიმედის“ წამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა.

 

 

big_banner
არქივი