logo_geo
მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება
- +

9 მაისი. 2022. 14:46

 

 

მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება. მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

 

პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზებული პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: - რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

კანონის პროექტი, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს..

 

 

big_banner
არქივი