logo_geo
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი წელს მესტიაში რიგით მეორე საერთაშორისო კინო ფესტივალს გამართავს
- +

10 მაისი. 2022. 19:13

 

 

რეჯისორი მარიამ ხაჭვანი, რომლის ფილმებიც როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით არაერთი ჯილდოს მფლობელია, წელს მესტიაში რიგით მეორე საერთაშორისო კინო ფესტივალს გამართავს.

 

2015 წლიდან მეუღლესთან, თეიმურაზ ჩხვიმიანთან ერთად არაერთი მცდელობა ჰქონდა ამ ფესტივალის შექმნის, თუმცა მხოლოდ გასულ წელს შეძლეს ამ ოცნების ახდენა.

 

შარშან, პანდემიის ფარგლებში, ფესტივალმა სამოცამდე კინოხელოვანს უმასპინძლა.  ქალღმერთი დალის გრანპრის მფობელი გახდა რეჟისორ სამეჰ ალას ეგვიპტური ფილმი “მეშინია, შენი სახე არ დამავიწყდეს“. აღნიშნული ფილმი ოქროს პალმის რტოს მფლობელიც გახლავთ. ასევე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო გიორგი სიხარულიძემ ფილმით “მამული", საუკეთესო ოპერატორიული ნამუშევრის პრიზი ირინე ჟორდანიას ფილმსს „მარქსის ქუჩას“ ხვდა წილად.

 

წელს ფესტივალის მეორე გამოშვება სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოწვეულნი არიან კანის, ბერლინალეს, სანდესის, ტალინის, გეტებორგის , ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები. სვანეთის საერთასორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს ოთხმოცამდე  კინოხელოვანს,  წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც საბოლოოდ ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმების მიღება, ფილმების გამოგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი. კინოფესტივალი გაიხსნება 10 ივლისს და დაიხურება 16 ივლისს.  

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი…

 

 

 

 

big_banner
არქივი