logo_geo
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება
- +

10 მაისი. 2022. 22:27

 

 

სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხების ახლებურად დარეგულირებას ისახავს მიზნად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელზეც პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით იმსჯელა.

 

კანონპროექტის მიხედვით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას. სტუდენტის სტატუსის შეჩერება აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე შესაძლებელი იქნება ასევე, იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი. სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება საგამონაკლისო შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

 

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ განმარტებები გააკეთა პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდეს კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების უწყვეტობა, ასევე, მოხდება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცია. პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო.

 

 

 

big_banner
არქივი