logo_geo
რუსა შელია: აი, მაშინ, 18 წლის ასაკში პირველი სტატია რომ არ დამეწერა...
- +

20 მაისი. 2017. 23:21



„ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, აი, მაშინ, 18 წლის ასაკში პირველი სტატია რომ არ დამეწერა და სხვა პროფესია ამერჩია, დღეს სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი - გულწრფელად არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ჩემი თავი სხვა საქმეში, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია."-ამბობს ჟურნალისტი რუსა შელია „ქართულ აზრთან" საუბრისას...


„ჟურნალისტობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია და სამსახური თავიდანვე არ ყოფილა და დღეს მითუმეტეს - ეს საქმე ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ თავისი საქმე ჟურნალისტს არ უყვარს, ადრენალინის მოზღვავებას არ გრძნობს, როდესაც ექსკლუზიურ ინფორმაციას იგებს, ან როდესაც კარგ ინტერვიუს ჩაწერს და მხოლოდ ხელფასის დღეზე ეფიქრება, ცოდოა, რადგან არასწორ ადგილასაა მოხვედრილი და შეიძლება, როგორც პიროვნება საერთოდ დაიკარგოს კიდეც. სწორედ ამ ემოციების გამო მიყვარს ჩემი პროფესია და ალბათ, ჩემს კოლეგებს ყველაზე კარგად ესმით, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ასე რომ, ჩემს პროფესიულ არჩევანში ნამდვილად არ შევმცდარვარ."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=8103


 

 

big_banner
არქივი