logo_geo
საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა
- +

16 მაისი. 2022. 23:28

 

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოხარულები არიან, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

 

საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი",- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი