logo_geo
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
- +

18 მაისი. 2022. 13:03

 

 

„19 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 21 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

big_banner
არქივი