logo_geo
ჩაქვში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 მაისი. 2022. 12:23

 

 

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი დაიღუპა.

 

შეჯახების შემდეგ მანქანებს ცეცხლი მოედო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებს დაღუპულის ცხედრები უკვე დამწვარი დახვდათ.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

big_banner
არქივი