logo_geo
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ: გაეცანით უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს
- +

20 მაისი. 2022. 15:14

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

 

21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება.

 

22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

 

23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ქ. თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

 

big_banner
არქივი