logo_geo
საქართველოს დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო
- +

24 მაისი. 2022. 15:32

 

 

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. NATO-ს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი