logo_geo
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა საქართველოს დროშის ფერებით განათდა
- +

27 მაისი. 2022. 11:13

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე - ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განათების პირველი შემთხვევა იყო.

 

აღნიშნული ქართული მხარისთვის მით უფრო სიმბოლურია, რადგანაც იქ უძველესი ქართული ხელნაწერები და დამწერლობის ნიმუშებია შემონახული. ასევე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის კედელზე ამოტვიფრულია ქართული ანბანის ასოები.

 

ამასთან, განათება მოხდა საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნული დროშების ფერებშიც, დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღნიშვნით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე 26 მაისს ასევე გაიმართა ცნობილი ეგვიპტელი მომღერლის კონცერტი და ღონისძიებისას სცენა ასევე საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

 

 

 

big_banner
არქივი