logo_geo
42 710 ლარი თბილისის ბიუჯეტში, გარემოს დაბინძურებისათვის – „თბილსერვის ჯგუფი“ 1 თვის შედეგებს აქვეყნებს
- +

23 მაისი. 2017. 02:08



ერთი თვის მონაცემებით, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა.


„თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების მიერ შედგენილია 411 საჯარიმო ოქმი, მათგან 378-ჯერ ჯარიმა 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის დაიწერა. 151 შემთხვევაში კი ინსპექტორებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააჯარიმეს.


შეგახსენებთ, რომ 2 კილოგრამამდე ნაგვის დაგდება 80 ლარით ისჯება, ამ თანხის გადახდა მოქალაქეს სიგარეტის ნამწვის, ქაღალდის ან პოლეთილენის დაგდების გამოც მოუწევს. 2 კილოგრამს ზევით სანქცია 150 ლარს შეადგენს.


შენობიდან ნაგვის გადმოყრის შემთხვევაში სანქციები გაცილებით მაღალია. მაგალითად, 2 კილოგრამამდე ნაგავი - 150 ლარით ჯარიმდება, 2 კილოგრამს ზევით კი - 500 ლარით.


 

 

big_banner
არქივი