logo_geo
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ცხრა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
- +

5 ივნისი. 2022. 18:13

 

 

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ცხრა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდებიან. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ სპორტსმენს შეხვდება, გიორგი პაპინაშვილი კი მესამე ადგილის აღებას შეეცდება.

 

თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ოთხი სპორტსმენიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის უზბეკ მოჭიდავეს შეხვდება, ხოლო ბრინჯაოსთვის ერთმანეთს ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ასევე მძიმე წონოსანი სოფიო სომხიშვილი. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამიც ბრინჯაოს. ტურნირის ფინალური ბლოკი, ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი