logo_geo
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
- +

9 ივნისი. 2022. 18:00

 

 

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

 

კომპანიის ცნობით, 10 ივნისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, მისაქციელი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში.

 

12:00 საათიდან 14:10 საათამდე აბონენტებს ზაჰესში პლატინის, კასკადის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში, წიწამურში და დაბა ზაჰესში.

 

14:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი, ბალებისხევი, სიონთგორი, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში.

 

14:00 საათიდან 16:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: წითელსოფელი, მლაშე, მისაქციელი, ბაზალეთის ტბა, საკრამული, ჭოპორტი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში.

 

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

big_banner
არქივი