logo_geo
გია ვოლსკი: ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სიტემა, რომლითაც შენს სიტყვას საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე ფასი ეძლევა
- +

9 ივნისი. 2022. 23:05

 

 

“ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სიტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე“,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

 

პირველმა ვიცე სპიკერმა საქართველოსთვის ომის არიდების საკითხზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებენ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში.

 

„სურვილი ომისა ერთია, შედეგი მეორეა და მესამეა კიდევ სტრატეგიული გეგმა, რომლითაც უნდა ავიცილოთ სიტუაციის უფრო მძიმე განვითარება. ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სიტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. როდესაც მთელი მსოფლიო, ვგულისხმობ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს გვერდზე დგანან, კონკრეტულად გეუბნებიან, მათ შორის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მოყვეს კრახი, რა საკვირველია ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, თუ კი რაიმე კონსპირაცია ამაში არ დევს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი