logo_geo
ოთარ შამუგია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
- +

10 ივნისი. 2022. 13:52

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულ მინისტრს, ზაზა შავაძეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვით საკითხებს უკავშირდება, მჭიდრო კოორდინაციით, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა  განვახორციელოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხებს.

 

„მაქვს თქვენთან საუკეთესო თანამშრომლობის მოლოდინი და, ვფიქრობ, აჭარაში სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პროექტებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება“,  - აღნიშნა ზაზა შავაძემ.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მრჩევლები დავით წითლიძე და  ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი