logo_geo
გივი მიქანაძემ პროექტის - „ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობა კოვიდ-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა
- +

10 ივნისი. 2022. 16:17

 

 

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, პროექტი „ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობა კოვიდ-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ განხორციელდა. პროექტის მიზანს კოვიდ პანდემიის პრევენცია, მოზარდებში უსაფრთხო ჰიგიენის და ინფექციის შესახებ საჭირო ინფორმაციის გავრცელება, ასევე, მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში, მოზარდები  გაეცნენ ინფორმაციას ისეთ ინსტრუმენტების და საშუალებების შესახებ, როგორიც არის მოხალისეობა, თანასწორთა დახმარება და განათლება.

 

პროექტის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი და  პარლამენტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე მიესალმა. დეპუტატმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის, გივი მიქანაძემ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და პროექტში გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ეს არის საუკეთესო გარემო, როდესაც ამდენ გულანთებულ, მოტივირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდას ხედავ. ეს არის ის მიზანი, რომელზეც ორიენტირებული ვართ - სწორედ თქვენი მომავლის განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტი, რომელზეც ხელისუფლება მუდმივად უნდა ახორციელებდეს თავის საქმიანობას. ჩვენი მიზანია, კიდევ ბევრი ნაბიჯი გადავდგათ წინ და მოხალისეობის ინსტიტუტის გამყარება და კიდევ უფრო გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტად ვაქციოთ. აღნიშნული  მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან, რადგან მოხალისეობის გაძლიერება და სასარგებლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

მისივე განცხადებით, პროექტმა განსაკუთრებული მნიშვნელობას ორი მიმართულებით შეიძინა -  იგი მიზნად ისახავდა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე რეაგირებას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში,  ქვეყნის მასშტაბით, 65 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

 

„მსურს, ახალგაზრდებს  მადლობა გადაგიხადოთ პროექტში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და მომავალი წარმატებები გისურვოთ. პარტნიორებს კი მინდა ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ანალოგიური პროექტები განვახორციელოთ. მინდა, ავღნიშნო, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნება და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ყოველთვის იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პროექტი ჯილდოების და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალით დასრულდა. პროექტის მონაწილეები პარლამენტის წევრმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.

 

 

big_banner
არქივი