logo_geo
ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს უფროს მრჩეველს შეხვდა
- +

10 ივნისი. 2022. 16:17

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს უფროსს მრჩეველთან მართლმსაჯულების დარგში პატრიცია ვილდერმუტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

საუბარი შედგა კომიტეტი საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებზე და მხარეები  სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

„სტუმარი დაინტერესდა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებით, განსაკუთრებით ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიც არის სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა და მართლმსაჯულების მიმართულებით ცვლილებები. ჩვენ გავაცანით ის უახლოესი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ვითანამშრომლებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი.

 

 

big_banner
არქივი