logo_geo
ღია კარის დღე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
- +

11 ივნისი. 2022. 10:17

 

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა უპასუხეს.

 

მოგვიანებით მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ მოინახულეს სიმულაციური საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპერიმენტს დასწრებოდნენ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებით არის აღჭურვილი. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დღის განმავლობაში 700 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი