logo_geo
კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
- +

13 ივნისი. 2022. 13:08

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დავით სუჯაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს სამხედრო საქმისადმი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნისთვის მოხალისეთა ორგანიზაციების მნიშვნელობასა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ახალგაზრდებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმაც მიმართა.

 

110 მსმენელს, რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო კურსი წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერთიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო სწავლება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონში გაწევრიანდნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ სამეთაურო შემადგენლობას საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისთვის, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.

 

ღონისძიებას ლეგიონერების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

 

 

 

big_banner
არქივი