logo_geo
6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი
- +

14 ივნისი. 2022. 12:59

 

 

"6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.

 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.

 

 

big_banner
არქივი