logo_geo
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
- +

14 ივნისი. 2022. 14:53

 

 

13 ივნისს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, მოადგილესთან, სოსო გიორგაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. თეა წულუკიანმა ქართველ მოკრივეებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული შედეგი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის.

 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულად საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: ჩვენმა სპორტსმენებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონები სახილ ალახვერდოვი (48 კგ.), არტიუშ გომციანი (61 კგ.) და გიორგი ყუშიტაშვილი (87 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალს კი ლაშა გურული (67 კგ.) დაეუფლა.

 

მიმდინარე წელს შესანიშნავად იასპარეზეს 22-წლამდელთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმაც. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 22-წლამდელთა ნაკრებმა კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

 

 

big_banner
არქივი