logo_geo
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას ძირითადად ნაერთი ბიუჯეტის დაფარვისა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლები განსაზღვრავს
- +

14 ივნისი. 2022. 16:09

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას ძირითადად   ნაერთი ბიუჯეტის დაფარვისა  და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლები განსაზღვრავს.  2021 წელს  ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელმა 90%,  ხოლო რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელმა  43 % შეადგინა, რომელიც ვფიქრობ რომ პოტენციურად გაიზრდება“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

 

 ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური  პარლამენტის  მხრიდან საჯარო ფინანსებზე კონტროლის მთავარი ინსტრუმენტია.

„შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი გამართული, პროფესიული  და რაც მთავარია დამოუკიდებელი მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

87-გვერდიანი ანგარიში, რომელიც პარლამენტს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა წარუდგინა  ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რაზეც აუდიტის სამსახურმა 2021  წლის განმავლობაში იმუშავა.

 

რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის  პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

 

big_banner
არქივი