logo_geo
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილუზიების მუზეუმს სტუმრობდნენ
- +

14 ივნისი. 2022. 19:49

არასრულწლოვანთა რეფერირებისცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს. მოზარდებმა, ტრადიციული ექსპონატების ნაცვლად, ოპტიკური ჰოლოგრაფიული პორტრეტები დაათვალიერეს, იყვნენ და ანტიგრავიტაციისა და მბრუნავ ოთახებში, ასევე, გაიარეს უსასრულო გვირაბი. მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები მეცნიერებას მათთვის მარტივად გასაგები ფორმით გაეცნენ.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში ერთვებიან.

big_banner
არქივი