არასრულწლოვანთა რეფერირებისცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს. მოზარდებმა, ტრადიციული ექსპონატების ნაცვლად, ოპტიკური ჰოლოგრაფიული პორტრეტები დაათვალიერეს, იყვნენ და ანტიგრავიტაციისა და მბრუნავ ოთახებში, ასევე, გაიარეს უსასრულო გვირაბი. მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები მეცნიერებას მათთვის მარტივად გასაგები ფორმით გაეცნენ.
ცენტრის ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში ერთვებიან.