logo_geo
ვაჟა იორდანიშვილი: მძღოლებს, ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად, ურჩევნიათ, გადაიხადონ ჯარიმა და აღარ გამოცხადდნენ შემოწმებაზე
- +

20 ივნისი. 2022. 16:16

 

 

ავტომობილების ტექინსპექტირებას წლიურად ნახევარ მილიონამდე ავტომობილი არ გადის. ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექციის ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა პრესცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეებს ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად ერთჯერადად ჯარიმების გადახდა ურჩევნიათ. მისივე განმარტებით, დაანონსებული ცვლილებები ჯარიმების გაზრდის ნაწილში პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს.

 

„თუ შევადარებთ 2022 წლის პირველ კვარტალს, ანალოგიურ პერიოდთან 2021 წლისას, აქ ციფრებში გვაქვს კლება. აქაც დაახლოებით 15%-იანი. მძღოლებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ტექინსპექტირება, სავარაუდოდ, ურჩევნიათ, რომ როდესაც გაუმართავი აქვთ ავტომობილი, იარონ გაუმართავი ავტომობილით და გადაიხადონ ჯარიმა და აღარ გამოცხადნენ ტექინსპექტირებაზე“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი