logo_geo
ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სარკის ნიღაბი მორგებული
- +

21 ივნისი. 2022. 00:25

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეხუთე ტური გაიმართა. დღეს აუტსაიდერები სარკისა და ბომბორას კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს სარკეს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნუცა ბუზალაძეს ჰქონდა მორგებული.

 

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს. დღეს კი სცენაზე 6 კონკურსანტი წარდგა.

 

რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია - კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობია. ვინ ვინ არის სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და, საიდუმლოს გათქმის შემთხვევაში, ჯარიმა 50 ათასი ლარია.

 

შოუს მონაწილე სუპერ ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობაა.

 

ორი აუტსაიდერის გამოსავლენად ხმის მისაცემად დარბაზში მაყურებლებს პლანშეტები დაურიგდათ. ვინ მოიხსნის ნიღაბს ორი აუტსაიდერიდან, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე სპეციალურად მოწვეული 4 დეტექტივი წყვეტს.

 

 

big_banner
არქივი