logo_geo
ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს
- +

21 ივნისი. 2022. 10:53

 

 

მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 22 ივნისს წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს.

 

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წერილობით პირველ ივნისს უკვე გადაუგზავნა. დღეს კი, პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ მოთხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თავისუფალი ტრიბუნა“ დაინიშნება. მანამდე კი, სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება და დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილება.

 

 

big_banner
არქივი