logo_geo
საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა
- +

24 მაისი. 2017. 23:16


საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.


„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა" , - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


 

big_banner
არქივი