logo_geo
აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ორი აეროპორტიც აღიარეს საუკეთესოდ
- +

23 ივნისი. 2022. 12:56

 

 

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია „Skytrax“-მა, მგზავრების შეფასებების მიხედვით, საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი წარადგინა.

 

აეროპორტების რეიტინგები კონტინენტებისა და რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი.

 

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სია ასეთია:

 

  1. ბუდაპეშტი;
  2. ტალინი;
  3. ბუქარესტი;
  4. რიგა;
  5. თბილისი;
  6. ბათუმი;
  7. კიევის ბორისპოლი;
  8. ბელგრადი;
  9. ბრატისლავა;
  10. ზაგრები.

 

„Skytrax“ არის ცნობილი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1989 წლიდან აფასებს და სწავლობს მომსახურების ხარისხს აეროპორტებსა და ავიახაზებში, მთელ მსოფლიოს მასშტაბით. World Airport Awards ეფუძნება 13 მილიონზე მეტი მგზავრის გამოკითხვას მსოფლიოს 550 აეროპორტში.

 

 

big_banner
არქივი