logo_geo
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
- +

23 ივნისი. 2022. 13:11

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ  საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს  მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY 2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.

 

მოგვიანებით ოფიციალური  დელეგაციების  ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ  უმასპინძლა. მან  საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის  სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში  სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ,  გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის  თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს  მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი  დამთვალიერებელი სტუმრობდა.

 

 

big_banner
არქივი