logo_geo
23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
- +

23 ივნისი. 2022. 16:18

 

 

23 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18-22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I- IV კვარტლებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელეს, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთის და მიმდებარე ქუჩებს.

 

გლდანის რაიონში - გლდანის I-IV და „ა“ მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

 

ჩუღურეთის რაიონში - ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge  

 

 

 

big_banner
არქივი