logo_geo
თსუ: სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რექტორის არჩევის წესის ცვლილებაზე იმსჯელეს
- +

24 ივნისი. 2022. 13:55

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ კუკულავა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში, სტუდენტურ ჯგუფს რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები და კრიტერიუმები რეგულირდება კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, შესაბამისად ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობის დაწყება შესაძლებელია.

 

გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება გააცნო. ასევე, იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული წესის ცვლილება არჩევნებში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით.

 

სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე.

 

 

big_banner
არქივი