logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო
- +

25 ივნისი. 2022. 17:34

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვაში რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

 

ინციდენტი გაგრის აკვატორიაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში სამი ახალგაზრდა ბანაობდა. ამ დროს რუსეთის მოქალაქემ მაქსიმ ბერკლიმ დაინახა, რომ ერთ-ერთ მათგანს დახმარება დასჭირდა, ის იხრჩობოდა. მაქსიმი ზღვაში დასახმარებლად შევიდა, მაგრამ თავად აღმოჩნდა მძიმე სიტუაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ადგილზე მაშველები მივიდნენ, რომლებმაც ქალის გადარჩენა შეძლეს, ხოლო მაქსიმ ბერკლი დაიხრჩო.

 

აფხაზეთში რუსი ტურისტები ხშირად იხრჩობიან, ხშირ შემთხვევაში ისინი ზღვაში არაფხიზელ მდგომარეობაში შედიან.

 

 

 

big_banner
არქივი