logo_geo
რომელ საათზე უნდა ვისაუზმოთ, რომ წონაში დავიკლოთ - პასუხმა შესაძლოა, გაგაკვირვოთ
- +

26 ივნისი. 2022. 23:17

 

 

დიეტოლოგები ჯერ კიდევ კამათობენ, როდის უნდა მიირთვათ საუზმე და რამდენად აუცილებელია ის. ზოგი ამბობს, რომ საუზმემ შეიძლება ხელი შეუწყოს წონაში კლებას ან მომატებას, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვების ექსპერტმა, ტიმ სპექტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააზიარა. ის თვლის, რომ არსებობს კონკრეტული დრო, როცა წონაში დაკლების მსურველებმა საუზმე უნდა მიირთვან.

 

სპექტორი თვლის, რომ გაღვიძების შემდეგ პირველ საათებში არ უნდა ჭამოთ. ამ პასუხმა შესაძლოა გაგაკვირვოთ, რადგან ასე ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა. მისი აზრით, უმჯობესია, გავიდეს გარკვეული დრო ან კიდევ საუზმემდე 14-საათიანი ინტერვალი დაიცვათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო კვებასა და საუზმეს შორის 14 საათი უნდა იყოს გასული. ასეთი ინტერვალი, ტიმის აზრით, ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებს და ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ხელს უწყობს. ექსპერტის აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც საღამოს ადრე მიირთმევენ საკვებს, ამაზე ფიქრი არ სჭირდებათ, რადგანაც დილამდე 14-საათიანი ინტერვალი ისედაც გამოსდით.

 

 

მსგავსი პრინციპი საფუძვლად უდევს ე.წ. ინტერვალურ შიმშილს, 18 ან კიდევ 16-საათიან დიეტას, რომელიც საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ინტერვალურ შიმშილს თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათი აზრით, ამან შესაძლოა უძილობა, კვებითი დარღვევები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გამოიწვიოს. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის, მათთვის, ვინც ფიზიკურ და გონებრივ ძალიან დატვირთულ საქმეს ასრულებს.

 

"თუ მოგვიანებით საუზმობთ, ეს გარკვეულ სარგებელს მოგცემთ და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გადავხედოთ იმ რეკომენდაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არაჯანსაღია. ბევრი ახალი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს, რომლის მიხედვითაც გვიანი საუზმე ადამიანებს თვეში 2-დან 5 კგ-მდე დაკლებაში ეხმარება." - თქვა ექსპერტმა ერთ-ერთ სამეცნიერო შეკრებაზე.

 

 

big_banner
არქივი