logo_geo
კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო
- +

27 ივნისი. 2022. 17:30

 

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 6 ივლისამდე ექნებათ. წელს პირველად, მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“.

 

რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას  ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად გამოცდები უნდა ჩააბაროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება 9 და 10 ივლისს მათემატიკასა და ზოგად უნარებში.

 

მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი