logo_geo
მცხეთა-ლარსის გზაზე მოძრაობა აღდგენილია
- +

28 ივნისი. 2022. 10:51

 

 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საქართველოს გზების საავტომობილო დეპარტამენტი იუწყება.

 

რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობის აღდგენა 136-ე კილომეტრზე ჩატარებული ინტენსიური აღდგენითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ მონაკვეთზე გზა ადიდებულმა თერგმა დააზიანა.

 

ამჟამად მოძრაობა დროებითი გზით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ძირითადი გზის კაპიტალური შეკეთება. გზის დაზიანებული მონაკვეთი ნეიტრალურ ზონაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს „ყაზბეგსა“ და „ზემო ლარსს შორის მდებარეობს.

 

გზის დაკეტვის გამო მხოლოდ ყაზბეგში 260-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი დაგროვდა. ცუდი ამინდის გამო მეწყერი და ქვების ცვენა ამ გზის სხვა მონაკვეთებზეც დაფიქსირდა.

 

 

big_banner
არქივი