logo_geo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს“ ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს
- +

28 ივნისი. 2022. 12:53

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის „გაუფრთხილდი წყალს“ ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს.

 

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

კამპანიის ფარგლებში „ჯივიპის“ სათავე ნაგებობა უკვე დაათვალიერეს სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლის, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის, ქართული სასწავლებელისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

 

მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჯივიპის ლაბორატორიებში და თავადაც მონაწილეობდნენ პრაქტიკულ ცდებში.

 

,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული წყლის გაფრთხილების მნიშვნელობის შესახებ. სკოლის მოსწავლეების ჩართულობამ და აქტიურობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოზარდ თაობას შეუძლია ჩვენ ირგვლივ ადამიანების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლა“, - აცხადებს „ჯივიპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო ნატროშვილი.

 

,,მე, როგორც მოქალაქე, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ვუფრთხილდები სასმელ წყალს. რაც ნიშნავს, რომ არ ვხარჯავ წყალს არამიზნობრივად, არ ვაბინძურებ გარემოს, ჩემი ქცევით ვაძლევ მაგალითს სხვებს. ვისურვებდი, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს კამპანიაში ,,გაუფრთხილდი წყალს” და მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გაუზიარონ სხვებ“, -განაცხადა ფოტოჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, გოგა ჩანადირმა.

 

კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა „ჯივიპის“ თანამშრომლებისგან მიიღეს ინფორმაცია სასმელი წყლის გაფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, ასევე, გოგა ჩანადირთან ერთად ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს თითოეული ადამიანის სამოქალაქო აქტივზმსა და პასუხისმგებლობას.

 

 

big_banner
არქივი