logo_geo
ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა
- +

28 ივნისი. 2022. 15:18

 

 

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიის უდიდეს როლს საქართველო-სომხეთის საუკუნოვან მეგობრობაში. „აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით, სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში იგეგმება ქართული ენის სწავლება", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ელისო ბოლქვაძემ მინისტრს კულტურის კომიტეტში მიმდინარე სამუშაო პროცესი და საქმიანობის  მიმართულებები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა  ორი ერის ახლო ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიასთან განიხილება კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივმოქმედი სამოქმედო გეგმა.

 

მინისტრმა ელისო ბოლქვაძეს მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის ხელშეწყობისა და საქართველოში არსებული სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის.

 

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატეს და ერთობლივი გამოფენებისა თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება დაგეგმეს.

 

 

big_banner
არქივი