logo_geo
რომის პაპი ვატიკანში ქართველ მგალობლებს შეხვდა
- +

29 ივნისი. 2022. 12:59

 

 

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, მესას დაწყებამდე, საქართველოდან ჩასულ მგალობლებს შეხვდა.

 

ამ წუთებში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მესა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდება.

 

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილ მესას სტუმრის სტატუსით ესწრება და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქართულ საგალობლებს შეასრულებს. მესას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრება.

 

 

 

big_banner
არქივი