logo_geo
საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
- +

29 ივნისი. 2022. 12:59

 

 

საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ, საბერძნეთი-საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრის კუველასმა, საბერძნეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ვასიკიოს დიღალიკასმა და საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში დავით დონდუამ საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნეს.

 

გამოფენაზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები და ფოტომასალაა წარმოდგენილი.

 

ღონისძიება საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი