logo_geo
ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ელჩს და საელჩოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

4 ივლისი. 2022. 13:02

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე - 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

 

ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

 

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი