logo_geo
გვინეტ პელტროუ თავის მოვლასა და ბუნებრიობაზე: თუ შენ საკუთარ თავს ლამაზად და მიმზიდველად აღიქვამ, მაშინ ამას სხვებიც იგრძნობენ
- +

4 ივლისი. 2022. 21:21

 

 

გვინეტ პელტროუ უკვე მრავალი წელია, უამრავი ადამიანის სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს. ასაკის მატებასთან ერთად, იგი კიდევ უფრო შესანიშნავად გამოიყურება და საკუთარ რჩევებს სხვა ქალებსაც უზიარებს. მოგიყვებით, რას ფიქრობს იგი სილამაზეზე, სხვადასხვა სახის ესთეტიკური პროცედურასა და ბუნებრიობაზე:

 

სილამაზის შესახებ

 

„საკუთარი თავის სიყვარული ნამდვილი სილამაზის ქვაკუთხედია. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ლამაზი ვერ იქნები. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თავის მიღება შეძლოთ. უნდა იცოდეთ, რომ ლამაზი ხართ, რომ მერე ეს იგრძნოთ კიდეც“, - ამბობს გვინეტ პელტროუ. ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია ის აკეთოს, რაც თავად სურს და არ იცხოვროს სხვისი მითითებებითა და ინტერესებით. „თუ შენ საკუთარ თავს ლამაზად და მიმზიდველად აღიქვამ, მაშინ ამას სხვებიც იგრძნობენ“, - ამბობს ვარსკვლავი.

 

ესთეტიკური პროცედურების შესახებ

 

„40 წლის შემდეგ იმ საკითხებზე დავიწყე დაფიქრება, რასაც იქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. მაგალითად: მაკიაჟს, სხვადასხვა სახის პროცედურას. მთელი ცხოვრება კვებას, ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას ვუთმობდი დროს და ეს ჩემს გარეგნობაზე პირდაპირ აისახებოდა. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე ნაოჭებზე ფიქრი დავიწყე და შესაბამის მოვლის საშუალებებსაც მივმართე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ქალებს ამდენი შესაძლებლობა გვაქვს. სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და მხარს გვიჭერს, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. პირადად მე, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვსტუმრობ კოსმეტოლოგს და სხვადასხვა სახის პროცედურას ვიტარებ, მათ შორის: სახის გაწმენდას, ტოქსინებისგან გათავისუფლებას და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, არსებობს ხელმისაწვდომი გზები, რომ უფრო ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ. გარდა ამისა, იმას, თუ რას ვისვამთ სახეზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ყოველთვის სუთა და აპრობირებულ პროცდუქციას ვირჩევ", - ამბობს გვინეტ პელტროუ.

 

ემოციების შესახებ

 

ვისაც მსახიობის ფილმები უნახავს, ​​ხშირად აღნიშნავენ, რომ მას აქვს იშვიათი ნიჭი, ემოციების მთელი პალიტრა, სიტყვის გარეშე გადმოსცეს. „მე მიყვარს ემოციები, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ადამიანს ალამაზებს და სხვებისგან განასხვავებს. ემოციები გვიჩვენებს, ვინ ვართ სინამდვილეში და სხვებსაც ეხმარება, უკეთ აღგვიქვან“, - აღნიშნავს პელტროუ.

 

ბუნებრიობის შესახებ

 

„ვაფასებ იმას, რაც ღმერთმა მაჩუქა, მჯერა სწორი კვებისა და წყლის ბალანსის მნიშვნელობის, ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მყავს მეგობრები, რომლებსაც წამწამების დაგრძელება, კონტურის გაკეთება, კომპლექსური მაკიაჟი ძალიან უყვართ და ეს აბედნიერებთ. თუმცა, მე ბუნებრივად ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს”, - ამბობს მსახიობი. გვინეტი ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან უყვარს თავის მოვლა: რეგულარულად მედიტირებს, იცავს დაბალანსებულ კვებას, ეწევა ფიზიკურ აქტივობას და აკეთებს სუნთქვით ვარჯიშებს.

 

 

big_banner
არქივი