logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

25 ივლისი. 2022. 09:38

 

 

25 ივლისს ქუთაისში +29 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მზიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, იწვიმებს, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეში მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

 

უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. აქ უნალექო დღეა მოსალოდნელი.

 

გორში მზიანი ამინდია, +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი.

 

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. აქ წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები.

 

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანში მზეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ნალექი მოსალოდნელი არაა.

 

 

 

big_banner
არქივი