logo_geo
თამარ გაბუნია „მაიმუნის ყვავილზე“: ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება
- +

25 ივლისი. 2022. 14:54

 

 

75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა. საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 10 საეჭვო შემთხვევიდან დაავადება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს და ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

 

„ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი