logo_geo
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა
- +

29 ივლისი. 2022. 17:14

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. აფეთქების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

big_banner
არქივი