logo_geo
Reuters: ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

30 ივლისი. 2022. 00:59

 

 

ევროპაში, კერძოდ ესპანეთში ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გარდაცვლილის შესახებ დამატებითი დეტალების გაცემაზე უარი თქვა.

 

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 4 298 შემთხვევა დადასტურდა.

 

მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.

 

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადება მაიმუნის ყვევილის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

big_banner
არქივი