logo_geo
გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა: ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ, მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ
- +

30 ივლისი. 2022. 11:57

 

 

გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პატიებას სთხოვს.

ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ, მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. პირველ რიგში, იმ ხალხზე შემტკივა გული... ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა, რომ ვუყურებდი, რა დღეში ჩაცვივდა ამდენი ხალხი ჩემი შვილის გამო. მაპატიეთ“, - ამბობს ქალი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე.

big_banner
არქივი