logo_geo
საპატრიარქო: მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
- +

30 ივლისი. 2022. 18:37

 

 

საპატრიარქო ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს.

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).

როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი