logo_geo
ლევან რატიანი მამუკა ონაშვილზე: გაუმჯობესება არ არის, პირიქით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია
- +

1 აგვისტო. 2022. 11:50

 

 

მომღერალი მამუკა ონაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

„გაუმჯობესება არ არის, პირიქით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, კრიტიკულია“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

 

ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სწორედ დაშავებულთა შორისაა მამუკა ონაშვილი. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი